ვანო იანტბელიძე ლესია უკრაინკას 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო მონეტით დაჯილდოვდა

„საქართველოს თეატრალური საზოგადოება გულითადად ულოცავს გამოჩენილ მსახიობს და ღირსეულ მოქალაქეს, თეატრალური საზოგადოების ქართლ-კახეთის განყოფილების ხელმძღვანელს, ბატონ ვანო იანტბელიძეს, უკრაინის ელჩისაგან, პოეტის – ლესია უკრაინკას 150 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო მონეტას და საპატიო ჯილდოს. უსურვებს მას ჯანმრთელობას და შემოქმედებით წარმატებებს“, – აღნიშნულია თეატრალური საზოგადოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.