დიმიტრი საძაგლიშვილი: შანსი იმისა, რომ ნიკამ გირაო გადაიხადოს, ნულია

ნიკა მელიას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელია გირაოს არ გადაიხდის.

„ნიკამ განაცხადა, რომ პროკურატურის ბრიფინგი მისთვის იყო სასაცილო. შანსი არის ნული იმის, რომ ნიკამ გირაო გადაიხადოს. ეს არ ყოფილა მოულოდნელი, ეს იყო დადგმული ტრიუკი უცხოელების შეცდომაში შესაყვანად. რაც შეეხება ნიკას, ის არის მხნედ და არის ამაყი, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში მყოფმა პირებმა პოლიციას წინააღმდეგობა არ გაუწიეს”, – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ, პროკურორის განცხადებით, თუ ნიკა მელია გირაოს თანხას გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს და მოითხოვს ნიკა მელიას გათავისუფლებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები