სარემონტო სამუშაოების გამო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ისანი-სამგორის სერვისცენტრი მუშაობას დროებით წყვეტს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო, ისანი-სამგორის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი, 1-ელი მარტიდან მუშაობას დროებით შეაჩერებს.
გადასახადის გადამხდელები თბილისში, სერვისცენტრის მომსახურებით ისარგებლებენ: გლდანი-ნაძალადევისა (სარაჯიშვილის ქუჩა №1) და ვაკე–საბურთალოს სერვისცენტრებით (კოსტავას გამზირი №68ა). ისანი–სამგორის, ძველი თბილისის და დიდგორის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრი მუშაობას უახლოეს მომავალში განაახლებს. აქვე გაცნობებთ, რომ დამატებითი ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, დაუკავშირდნენ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს – 2-299-299.
R