გიორგი ვაშაძე: ველოდები, რომ უახლოეს კვირებში შეთანხმება მოხდება
“ველოდები, რომ უახლოეს კვირებში შეთანხმება მოხდება”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ,,რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.
ვაშაძის თქმით, არეულობით ყველა დაიღალა.
“მინდა, ოპტიმისტი ვიყო და უახლოეს კვირებში მე ველოდები, რომ შეთანხმება მოხდება. ყველა დავიღალეთ ამ არეულობით. არეულობა უნდა დავაწყნაროთ, დაპირისპირებული მხარეები უნდა შევათანხმოთ, ქვეყანა უნდა გავაერთიანოთ, განვითარების გზას უნდა დავადგეთ,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.