ლევან იოსელიანი: ოპოზიციის სტრატეგიას არ შევაფასებ, არ მინდა, კაცს, რომელიც ციხეში ზის, ვაწყენინო
“ოპოზიციის სტრატეგიას არ შევაფასებ, არ მინდა, კაცს, რომელიც ციხეში ზის, ვაწყენინო”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეები დაიღალნენ საპროტესტო აქციებით, მუდმივი დაპირისპირებით და მათ პოლიტიკოსების პარლამენტში ნახვა სურთ.
„ოპოზიციის სტრატეგიას არ შევაფასებ, რადგან აქამდე რაც ვთქვით ნიკა მელიაზე, მან საწყენად მიიღო და არ მინდა, კაცს, რომელიც ციხეში ზის, ვაწყენინო. აქედან გამომდინარე, შეფასებისგან თავს შევიკავებ, მაგრამ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. ეს დაადასტურა დღევანდელმა დღემ და განვლილმა პერიოდმა”, – განაცახდა იოსელიანმა.