სკოლის რეაბილიტაცია და ახალი საბავშვო ბაღი ხობის მუნიციპალიტეტში – სამუშაოებს დეპუტატი გაეცნო
ხობის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად ხორციელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“შავღელეში საჯარო სკოლის რეაბილიტაციისა და პირველ ხორგაში საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი – ირაკლი ხახუბია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი – გოჩა ქაჯაია გაეცნენ.
სკოლის რეაბილიტაციის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 2 მილიონ 193 ათას ლარს შეადგენს. სამუშაოზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.
საბავშვო ბაღი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შენდება.
სკოლამდელი დაწესებულების მშენებლობაზე 500 000 ლარი დაიხარჯება.
სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი კეთილმოწყობილ გარემოში წარიმართება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.