ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის განახლებასთან დაკავშირებით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი 1 -ელ მარტს განახლდება.
სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით განაახლებენ”, – აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები