„სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ კომპანია განცხადებას ავრცელებს

შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ კომპანია სამხედრო მოსამსახურეთათვის მაღალი ხარისხის პროდუქციის უზრუნველყოფის მიზნით აგრძელებს მკაცრი კონტროლისა და დარღვევებზე ადეკვატური რეაგირების პოლიტიკას.

ამის შესახებ კომპანიის გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, აღნიშნული პოლიტიკის ფარგლებში, ტარდება სხვადასხვა ღონისძიება, რაც უზრუნველყოფს დარღვევების უსწრაფეს გამოვლენასა და მათზე სათანადო რეაგირებას. “სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“-ს მიერ ღორის ხორცის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ნიმა “, რის შემდეგაც აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება. კომპანიამ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაკმაყოფილება, რის შემდეგადაც, შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ წერილით მიემართა სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო“-ს კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით. მოცემული განცხადება წარმოადგენს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ პოლიტიკის გაგრძელებას, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვით, ყველა ტენდერსა და მასთან დაკავშირებულ დარღვევებზე უზრუნველყოს ჯეროვანი საჯარო და პროაქტიური კომუნიკაცია, რათა არ მოხდეს ფაქტებით მანიპულაცია და საზოგადოებაში დეზინფორმაციის გავრცელება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები