ირაკლი ხახუბიამ ხობის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანლებს მუნიციპალიტეტისთვის აქტუალური პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი – ირაკლი ხახუბია, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან, გოჩა ქაჯაიასა  და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავასთან ერთად მერიის წარმომადგენლებს, საკრებულოს წევრებსა და თვითმმართველობის იურიდიული პირების ხელმძღვანლებს შეხვდა.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მიმართულებით დაგეგმილ და განსახორციელებელ პროექტებზე, მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

“მაჟორიტარმა დეპუტატმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს პანდემიის პერიოდში გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ხახუბიამ ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანლებს მუნიციპალიტეტისთვის აქტუალური პროექტების განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები