ოკუპაციის 100 წელი – ზუგდიდში გამართულ გამოფენას სახელმწიფო რწმუნებული დაესწრო

საქართველოს ოკუპაციის 100 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ფოტოების გამოფენა სახელწოდებით “საბჭოთა ოკუპაციის 100 წელი”, “აფხაზეთი დღეს”, “მუჰაჯირობა”, ასევე, გაიმართა მუჰაჯირობასთან დაკავშირებული პუბლიკაციის პრეზენტაცია. ღონისძიებას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – მალხაზ თორია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი – დავით ფაცაცია, ზუგდიდის მერი – გეგა შენგელია, ასევე, მინისტრის აპარატის სამოქალაქო ინტეგრაციის ცენტრის ბენეფიციარები ესწრებოდნენ. გამოფენის დასასრულ, ბენეფიციარებს სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები