დიმიტრი ხუნდაძე: ვგმობ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს
“ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია, მით უმეტეს, ჟურნალისტზე. კონკრეტული შემთხვევა კიდევ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, რადგან ვახო ოჯახის წევრებსა და მცირეწლოვან ბავშვთან ერთად იმყოფებოდა”, – ამის შესახებ დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე ვახო სანაიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით აცხადებს.
“მივიჩნევ, რომ მსგავსი ფაქტები, უბრალოდ, არ უნდა ხდებოდეს და რადგან მოხდა, მკაცრი პასუხი უნდა გაეცეს ყველას. ნებისმიერი დანაშაული უნდა აღიკვეთოს მიუხედავად იმისა, ვინ არის მსხვერპლი და ვინ არის დამნაშავე. სამართალდამცავებს კი ვუხდი მადლობას, რომ ეჭვმიტანილები მყისიერად დააკავეს. თავდასხმის მიზეზს კი იმედია, გამოძიება დაადგენს”, – აცხადებს ხუნდაძე.