ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა ძვირდება

ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა 3 ლარით ძვირდება. ინფორმაციას ავტოსადგურის ადმინისტრაციაში ადასტურებენ.

მათი თქმით, დღეიდან მგზავრობის ღირებულება 15 ლარი იქნება.
“დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე საწვავის ფასი 3 ლარით გაძვირდა. ტარიფის მომატება საწვავის გაძვირებას უკავშირდება. ძველი ტარიფით მგზავრობა შეუძლებელია”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

მგზავრობის გაძვირებას ელოდებიან სხვა ქალაქებში მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლებიც.
მათი თქმით, მგზავრობა, სავარაუდოდ, არსებული თანხასთან შედარებით 10-15%-ით მოიმატებს.

დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, მძღოლებსა და მგზავრებს რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები