თორნიკე რიჟვაძე: 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში არის ერთ-ერთი მძიმე და ტრაგიკული დღე, თუმცა, ამავე დროს, არის დიდი გმირობისა და თავდადების დღე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

,,25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში არის ერთ-ერთი მძიმე და ტრაგიკული დღე, თუმცა, ამავე დროს, არის ძალიან დიდი გმირობისა და თავდადების დღე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანმიმდევრული და პრინციპული პოლიტიკით მივაღწევთ ჩვენს ერთიან მიზანს, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის სრული თავისუფლება, დეოკუპაცია და ამ ყველაფერში ჩვენ ერთიანი ვართ და ერთიანია საზოგადოება”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა სკვერში გმირულად დაღუპული იუნკერების ხსოვნას ბათუმში პატივი მიაგეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ. საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე დაეშვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები