ანრი ოხანაშვილი – ლიეტუვის ელჩზე: საქართველოსთან მეგობრობა არ ნიშნავს, რომ ცალმხრივად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ეკეკლუცო

“ლიეტუვაში დაინტერესდნენ, იყო თუ არა შეთანხმებული ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტი, საქართველოსთან მეგობრობა არ ნიშნავს, რომ ცალმხრივად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ეკეკლუცო”, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მეგობრობა ნიშნავს იმას, რომ ყველა მხარესთან მიმართებით იყო ნეიტრალური.

„ჯერ დაველოდოთ. როგორც ჩანს, შესაბამისი ხელისუფლების წარმომადგენელი პირები დაინტერსედნენ იმით, თუ რა ვიზიტი განახორციელა ამ პირმა. იყო ეს თუ არა შეთანხმებული და საერთოდ, ის ინტერვენცია, რომელიც ამ ადამიანმა განახორციელა, იყო თუ არა მეგობრული, ეფუძნებოდა თუ არა ორივე მხარის მიმართ მოწოდებას. დაველოდოთ შეფასებებს.

საქართველოს მეგობრობა ნიშნავს იმას, რომ ყველა მხარესთან მიმართებით იყო ნეიტრალური, ობიექტური და თანაბრად მოუწოდებდე გადადგან შემხვედრი ნაბიჯები. საქართველოს მეგობრობა არ ნიშნავს, ცალმხრივად რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ეკეკლუცო ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ რაც უნდა პოლიტიკური სიმპატია გქონდეს, ამას საჯაროდ აფიქსირებდე. ალბათ ამასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოში ვიზიტის შესახებ განმარტებისთვის საკანონმდებლო ორგანოში დაიბარეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები