“ქვეყანაში, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით, ინციდენტობის მაჩვენებელი 10-ჯერ შემცირდა, ეპიდსიტუაცია სტაბილურდება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ნოემბერ-დეკემბერთან შედარებით, ქვეყანაში ინციდენტობის მაჩვენებელი 10-ჯერ არის შემცირებული.

მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილურდება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

„მოგეხსენებათ, დღეს იყო პირველი საბჭოს სხდომა ახალი პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით. შევადარეთ ნოემბერ-დეკემბრისა და დღევანდელი მონაცემები ინციდენტობის თვალსაზრისით, ანუ ახალ შემთხვევათა რიცხვი 100 000 მოსახლეზე, შვიდ დღიანი, 14-დღიანი და ყველაზე მაღალი ინციდენტობა გვქონდა 10 დეკემბერს. 15 ნოემბრიდან დეკემბრის 10-მდე იყო პიკური პერიოდი, როცა დღიურად გვქონდა 4 000-5 000 შემთხვევა. ინციდენტობა არის 10-ჯერ შემცირებული. ასევე შემცირებულია სიკვდილიანობა. ანუ, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზირდება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები