ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, 8 მარტიდან სარესტორნო ინდუსტრიის შიდა სივრცეების გახსნა მკაცრი მონიტორინგის ქვეშ მოხდება. როგორც თურნავამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, პერსონალის ტესტირება სავალდებულო იქნება.
„8 მარტიდან გაიხსნება სარესტორნო ინდუსტრიის შიდა სივრცეები. აქვე მინდა, აღვნიშნო, რომ ეს მკაცრი მონიტორინგის ქვეშ მოხდება. აქედან გამომდინარე, ძალიან მკაცრად დავაკვირდებით, თუ როგორ მიმდინარეობს წესების შესრულება. ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა სარესტორნო ინდუსტრიასთან და არსებითად პასუხისმგებლიანი მიდგომა. ასევე, აუცილებელი იქნება სავალდებულო ტესტირება მათი პერსონალისთვის. მკაცრი კონტროლი იმაზე, რომ ე.წ. სოციალური ღონისძიებები, სადაც ბევრი ადამიანი იღებს მონაწილეობას, არ განხორციელდეს. ჩვენ მომდევნო ეტაპზე როდესაც დავინახავთ, როგორ იმუშავა ამ გახსნებმა მერე ვიმსჯელებთ უკვე შაბათ-კვირას რესტორნების შემსუბუქების-არ შემსუბუქების დაწესებაზე“, – განაცხადა თურნავამ.