ნუკრი ქანთარია: დაკავების ოპერაცია უმსხვერპლოდ და მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარდა

“დღეს ყველა გარდაუვალი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით. მხედველობაში მაქვს, ნიკანორ მელიას დაკავების ოპერაცია, რომელიც საბედნიეროდ, უმსხვერპლოდ და მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარდა, რაც ჩვენი პოლიციის უდავოდ დიდი დამსახურებაა”, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ნუკრი ქანთარია “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკანორ მელიას დაკავების ფაქტს..

ყოფილი დეპუტატი მიიჩნევს, რომ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თავისი ვალდებულება შეასრულეს და კანონის უზენაესობა აღადგინეს, რაც მათი პირდაპირი მოვალეობაა.

„კარგი იქნებოდა, საქმე აქამდე არ მისულიყო, მაგრამ ერთი რამ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ – სახელმწიფოს, კანონის, აბუჩად აგდება და ჯიბრში დგომა ნებისმიერ სამართლებრივ ქვეყანაში დასჯადია. მოვუწოდებ ე.წ. “ფანჩატურის”ოპოზიციას: დაწყნარდნენ, დაშოშმინდნენ და მიყვნენ სამართლებრივ გზას. სხვა გზა ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს. რევოლუციები და აურ–ზაური დიდი ხანია წარსულის კუთვნილებაა. დღეს ჩვენ მოქალაქეებს სხვა პრობლემები აქვთ, რომელთაც არავითარი კავშირი არ აქვთ მიმდინარე სპეკულაციებთან, რასაც ნაც.მოძრაობა გულმოდგინედ ცდილობს, რომ შეასაღოს ხალხს და ქვეყნის პრობლემად აქციოს. ფრთხილად! რევოლუციონერობანას თავი უნდა დავანებოთ. ჩვენს წინ საქართველოა, ჩვენს უკანაც – საქართველო. ყველამ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებმა, უნდა გავითავისოთ ერთი მარტივი ჭეშმარიტება, რომ სამართლებრივი გზიდან გადახვევა, არავის აღარ გვეპატიება”, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ნუკრი ქანთარია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები