„კურდღელი მელია, ხომ დაინახა, რომ პოლიცია მივიდა? გასულიყო, სანამ ყურში ხელი არ მოჰკიდეს, მანამდე კაბინეტში იყო ჩაკეტილი” – გოგა ხაინდრავა

“კურდღელი მელია, ხომ დაინახა, რომ მოვიდა პოლიცია? გასულიყო გარეთ, სანამ ყურში ხელი არ მოჰკიდეს, მანამდე კაბინეტში იყო ჩაკეტილი”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

ხაინდრავა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.

„ეს იყო დესტაბილიზაციის, ანარქიის მცდელობის ბუდე. მაგათ ამის თავიც არ აქვთ. ეს კურდღელი მელია. ხომ დაინახე, რომ პოლიცია მოვიდა? ხომ იყვნენ იქ ქალები, ახალგაზრდა ბიჭები, გადი, ხომ იძახდა, ისეთი ვაჟკაცი ვარ, ტყვიაც კი აისხლიტებაო. ხომ დაინახა, რომ მოვიდა პოლიცია? გასულიყო გარეთ, ეთქვა – ხალხო, გაჩერდითო. სანამ ყურში ხელი არ მოჰკიდეს, მანამდე კაბინეტში იყო ჩაკეტილი, მერე დაიწყო, გაჩერდითო. ეთქვა, ხალხო, ჩემი გულისთვის არ ღირს აქ პოლიციასთან დაპირისპირება, ჩავბარდები, ვაჟკაცი ვარო. ყველამ კარგად ვნახეთ, როგორი ვაჟკაცია. 20 ივნისსაც ვნახეთ, როგორი ვაჟკაცია ყველა. ჩეკისტი პრეზიდენტობის კანდიდატი რომ ჰყვადათ, ვაშაძე, დღესაც რომ რუსეთის უშრიშროებაში მუშაობს. ეგ ჰყავდათ პრეზიდენტობის კანდიდატად. მეტი შულავერის კომიტეტობა რა არის? რუსული ძალის მოყვანა საქართველოში მეტი რა არის?“, – განაცხადა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები