ვახტანგ მაისაია: „ნაციონალურ მოძრაობას“ ბუმერანგივით შემოუბრუნდა ის, რასაც თესდა 2005-2012 წლებში

ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაიას მიაჩნია, რომ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებული მოვლენებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარ თავზე იწვნია ის ქმედებები, რომელთაც ყოფილი ხელისუფლება თავად ჩადიოდა. როგორც მაისაია სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე წერს,  კანონი უნდა აღსრულდეს, თუმცა, პოლიტიკური პარტიის შტურმი ოპტიმალური გზა არ არის.

- რეკლამა -

- რეკლამა -

„ნაციონალურ მოძრაობას“ ბუმერანგივით შემოუბრუნდა ის, რასაც ის თესდა 2005-2012 წლებში, საკუთარი ავტორიტარული რეჟიმის მმართველობისას და საკუთარ თავზე იწვნიეს, თუ რას ნიშნავს დარბევები, დაპატიმრებები და რეპრესიები.

მადლობა ღმერთს, რომ არ მოხდა იმ მეთოდებით დარბევა, რასაც გააკეთებდა ამ შემთხვევაში გავეშებული და შლეგი სააკაშვილის რეჟიმი. აქ არის ორი დილემური საკითხი – კანონის აღსრულება და პოლიტიკური პლურალიზმი. გასაგებია, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და სახელმწიფოს წინ ვერავინ გადაუდგება და ეს გასაგებია, მაგრამ თუ დემოკრატიული სახელმწიფოს სტატუსის მატარებლები ვართ და გვინდა დემოკრატიული საზოგადოების წევრი გავხდეთ, ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაპატიმრებასაც აქვს თავისი წესები და უნდა ეყრდნობოდეს მყარ სამართლებრივ საფუძვლებს და პოლიტიკური პარტიის შტურმი არ არის მაინცდამაინც კარგი საქმე და ამის გამო, ალბათ, მივიღებთ ჩვენი სტრატეგიული მეგობრების საკმაოდ ხისტ და მკაცრ პოზიციების დაფიქსირებას“, – წერს ვახტანგ მაისაია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები