მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნებისა“ და სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე ხორციელდება მასიური კიბერშეტევები, ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელიც „ნეობოლშევიკებმა“ ვერ მოახერხეს, ყველაფერს ფარდა აეხდება

„ქართული ოცნებისა“ და სახელმწიფო უწყებების ვებგვერდებზე ხორციელდება მასიური კიბერშეტევები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელიც „ნეობოლშევიკებმა“ ვერ მოახერხეს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალსტებთან საუბარში განაცხადა.

მისი შეფასებით, ნიკა მელიას დაპატიმრებისას მათ კანონისა და სახელმწიფოს მიმართ წინააღმდეგობის გაწევა ვერ გაბედეს.
„საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ მათ კანონისა და სახელმწიფოს მიმართ წინააღდდეგობის გაწევა ვერ გაბედეს. ვინც ასე მოიქცა, სწორი საქციელია, ვინაიდან კანონის მოთხოვნებს უნდა დაემორჩიოს ყველა და არავის თვითმიზანი არ გახლავთ ვინმეს დაჭერა.
ჩვენ გაქვს მარტივი მოცემულობა, რომ თუ კანონს კანონი ჰქვია და სახელმწიფოს სახელმწიფო, მის კანონიერ მოთხოვნებს უნდა დაემორჩილოს.
რაც შეეხება კიბერ შეტევებს, დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი ორგანოები უმოკლეს დროში გამოიძიებენ, ვინ უწყობს ხელს დესტაბილიზაციის გეგმას საქართველოში.
მათ რაც  უნდა დესტრუქციული მეთოდები მოიშველიონ, სახელმწიფო და კანონი თავის ადგილას დგას და ყველაფერს ფარდა აეხდება,“ – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ოფისში დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები