„ქართველი ერი იმედის თვალით შემოგყურებთ ამ მეტად რთულ პერიოდში “…

თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ვიცე-პოლკოვნიკი, თამარ კიკნაძე სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს და მიესალმება ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერმინისტრობას.
„წარმატებებს ვუსურვებ ბატონ ირაკლის, ჩვენს პრემიერმინისტრს, ღირსეულ ქართველს, რომელიც მუდამ ღირსეულად ემსახურება თავის ქვეყანას და ხალხს. მადლობა თქვენ, რომ თქვენი თავდაცვის მინისტრობის პერიოდში, იმ მოკლე ხანში, ჯარისთვის უამრავი სიკეთე გააკეთეთ და თქვენი მოღვაწეობა ჯარში მუდამ დარჩება ერთერთ წარმატებულ პერიოდად.
ჩვენი ჯარისკაცები, ოფიცრები და სისტემაში მომუშავე თითოეული ღირსეული მამულიშვილი, მუდამ ვგრძნობდით თქვენს მხარდაჭერას და ჩვენი ოჯახების გვერდით დგომას. უფალმა ინება და დღეს წარმატებული მინისტრი გახდით პრემიერმინისტრი და მჯერა, რომ თქვენი მოღვაწეობა და ღვაწლი შევა ისტორიაში, როგორც წარმატებული პრემიერმინისტრისა.
ქართველი ერი იმედის თვალით შემოგყურებთ და ეიმედებით, რომ თქვენ შეძლებთ, ჩიხიდან და მოჯადოებული წრიდან გამოიყვანოთ ჩვენი ქვეყანა. უამრავი წარმატებები მინდა გისურვოთ ამ მეტად რთულ პერიოდში.
ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობამ უნდა იზეიმოს და დადგა ეს ყველასათვის ნანატრი დროც. ყველა ვალდებული ვართ, დაწყებული რიგითი მოქალაქიდან დამთავრებული მაღალჩინოსნებამდე, დავიცვათ კანონი და ქვეყანას მივცეთ ნორმალური განვითარების საშუალება.
ჩვენი თანადგომა ბატონ ირაკლის“, – წერს თამარ კიკნაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები