მიხეილ ჯანელიძე: ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები
„ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის ხელახალი არჩევნები!“, – ასე ეხმაურება ნიკა მელიას დაკავებას საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე.
„ერთმანეთზე ძალის დემონსტრირება არის სირცხვილი და დამღუპველი. გვეყო ერთ წრეზე სიარული, სადაც მიგვიყვანა, ყველა კარგად ვხედავთ”, – წერს მიხეილ ჯანელიძე სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე.