ვლადიმერ ბოჟაძე: ნიკა მელიასგან გმირი ვერ შეიქმნება

ნიკანორ მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით ,,კვირასთან“ კომენტარს აკეთებს საარჩევნო ექსპერტი, ვლადიმერ ბოჟაძეს:

-ნიკა მელიას დაკავება და სასამართლო გადაწყვეტილება პოლიციამ ისე აღასრულა, რომ მას რაიმე სახის გართულება არ მოჰყოლია. ოპოზიციის მიზანი და სცენარი კი იყო, რომ ძალოვან სტრუქტურებს შტურმით აეღოთ ,,ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი და ქვეყანას შიგნით და გარეთ სერიოზული პრობლემები შექმნოდა, რომ პოლიტიკური სიტუაცია მაქსიმალურად დაძაბულიყო, რასაც მოჰყვებოდა მასობრივი აქციები და საზოგადოების მღელვარება. თუმცა, ასე არ მოხდა. საზოგადოებას აქვს უნარი, გაარჩიოს ტყუილ-მართალი. ვერც 1-ელ ნოემბერს და ვერც 8 ნოემბერს ოპოზიციამ ასეთი ,,გრანდიოზული“ საპროტესტო მუხტი საზოგადოებაში ვერ ააგორა. ამიტომაც, ნიკა მელია შეირჩა, როგორც მთავარი ოპოზიციური ფალავანი, რომელმაც, თავის დროზე, პარლამენტის შტურმით აღების მცდელობისთვის სამაჯურიც გაიკეთა და გირაოც გადაიხადა. შეცვლილ ვითარებაში აუცილებელი გახდა, მელია არ დამორჩილებოდა სასამართლო გადაწყვეტილებას, არ აღესრულებინა კანონი და მაქსიმალური წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის. თუ გახსოვთ, ოპოზიციის მხრიდან ასეთივე ,,გმირად“ შეირაცხა ივერი მელაშვილი, რომელსაც 1 საათში შეუგროვეს გირაოს თანხა. ნიკა მელიასგან ოპოზიციური გმირი ვერ შეიქმნება. ამ შემთხვევაში ოპოზიციისთვის მთავარი იყო სერიოზული დაპირისპირება ხელისუფლებასა და მის ძალოვან სტურქუტრებთან, თუმც,ა ეს გეგმა ჩაეშალათ. სახელმწიფოს პასუხი, სამართლის ყველა ნორმის დაცვით, ადეკვატური იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები