ირაკლი ბერაია: ის ნაბიჯები, რაც შსს-ში გადაიდგა და პრიორიტეტები, რაზეც ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა, უდავოდ იმსახურებს ხაზგასმასა და აღიარებას

„ის ნაბიჯები, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიდგა და ის პრიორიტეტები, რაზეც ბატონმა ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა, უდავოდ იმსახურებს ხაზგასმასა და აღიარებას“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ბერაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„განსაკუთრებულ დაფასებასა და მხარდაჭერას იმსახურებს ჩვენი საამაყო ქართული პოლიცია, რომელიც, მიუხედავად რადიკალებისა და უპასუხისმგებლო სუბიექტების მხრიდან აუტანელი შეურაცხყოფების კასკადისა, მაღალი პროფესიონალიზმითა და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტით ასრულებს საკუთარ მოვალეობას. ის ნაბიჯები, რაც უწყებაში გადაიდგა და ის პრიორიტეტები, რაზეც ბატონმა ვახტანგმა ისაუბრა, უდავოდ იმსახურებს ხაზგასმასა და აღიარებას“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები