ხატია დეკანოიძე: ყველას, ვისაც ამ ქვეყნის ბედი გადარდებთ, 15:00 საათზე კანცელარიასთან გელოდებით

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ, პარტიის ლიდერები 15:00 საათზე კანცელარიასთან შეკრებას აპირებენ.

პარტიის წევრის, ხატია დეკანოიძის თქმით, სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება.

“ვინც ახლა ხართ სახლში, ვინც ტელევიზორს უყურებს, ვისაც ამ ქვეყნის ბედი გადარდებთ, მობრძანდით 15:00 საათზე კანცელარიასთან, აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებისთვის”, – აღნიშნა დეკანოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები