ლევან ნიკოლეიშვილი: შსს-მ მაღალ დონეზე ჩაატარა მელიას დაკავების ოპერაცია
“რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ შსს-მ მაღალ დონეზე ჩაატარა მელიას დაკავების ოპერაცია”, – ასე აფასებს ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა მელიას დაკავებას.
მისივე აზრით, კანონის სრული დაცვით ჩატარდა მელიას დაკავება.
“რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ შსს-მ მაღალ დონეზე ჩაატარა მელიას დაკავების ოპერაცია. მიუხედავად „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათი მსახურ-პარტია-ლიდერების დიდი სურვილისა, ყოფილიყო მსხვერპლი, ნგრევა, უბედურება, კივილი, წივილი- ყველაფერი კი პირიქით, მოხდა მივიდნენ სამართალდამცავები, ჩაატარეს კანონის(!) სრული დაცვით დამნაშავის დაკავების ღონისძიება-და ნიკა მელია წყნარად მიაბრძანეს იქ სადაც მას სასამართლომ განუსაზღვრა ყოფნა.
დადიან ახლა ნაცპროპაგანდის ტელევიზები და ეძებენ მსხვერპლს, დაზარალებულს, ნაწამებსა და დასახიჩრებულს, მაგრამ ვერ და ვერ ჰპოულობენ…
ეგ ადრე იყო, ,,ნაცები,, რომ ატარებდით სპეცოპერციებს !
ახლა სხვა დროა!
დამნაშავები კანონით უნდა ისჯებოდნენ, კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს !
პოლიტიკოსობა კი კანონზე ფეხის დაბიჯების საფუძველი აღარასოდეს არ უნდა იყოს”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.