ზურა ჯაფარიძე: საერთაშორისო ელჩები და დიპლომატები, რომლებიც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას ლობირებდნენ, არგუმენტების გარეშე დარჩებიან

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის შეფასებით, ნიკა მელიას დაკავებას მოჰყვება ის რომ,  საერთაშორისო ელჩები და დიპლომატები, რომლებიც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას ლობირებდნენ, არგუმენტების გარეშე დარჩებიან.
“ამ ყველაფერს მოჰყვება ის, რაზეც გაგვაფრთხილა პავილიონისმა ჩამოსვლის დროს. ამას მოჰყვება ის, რომ  საერთაშორისო ელჩები და დიპლომატები რომლებიც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას ლობირებდნენ, რომელთა დახმარებით ჩვენ მივიღებთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო გადაადგილება და გვქონდა პერსპექტივა, რომ ევროკავშირთან, ნატო-სთან უფრო ახლოს მივსულიყავით, ყველა ეს ქვეყანა დარჩება არგუმენტების გარეშე. ვეღარ შეძლებენ საქართველოს ლობირებას იმიტომ, რომ შეუძლებელია საქართველოს ლობირება მაშინ, როდესაც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს საკუთარი დანაშაულის გადასაფარად იჭერენ, როგორც აქ ვნახეთ”, – თქვა ჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები