ხატია დეკანოიძე: ვერ შეგვაშინებენ, ვაგრძელებთ ბრძოლას სამშობლოსთვის

“ვერ შეგვაშინებენ, ვაგრძელებთ ბრძოლას სამშობლოსთვის, რომელიც გვტკივა”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ განუცხადა.
მისივე თქმით, ნიკა მელია გავრილოვებმა დააკავეს.
„ვერ შეგვაშინებენ, რამდენს დაგვაპატიმრებენ, რამდენს გამოგვკეტავენ ბიძინა ივანიშვილის საპყრობილეში. ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი სამშობლოსთვის, რომელიც გვტკივა. არ შეიძლება გაზის გამოყენება, დახურულ სივრცეში ხალხი ცუდად არის. მე ნიკასთან ვიყავი ბოლომდე, ის დააკავეს გავრილოვებმა“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები