ნიკა მელიას დაკავებას უცხოელი პოლიტიკოსები ეხმაურებიან
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებას უცხოელი პოლიტიკოსები სოციალურ ქსელში ეხმიანებიან.
როგორც ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა დაწერა, შემაშფოთებელია საქართველოს მთავრობის ქმედებები
„ეს საქართველოს მთავრობის ძალიან შემაშფოთებელი ნაბიჯია. დაძაბული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობას მოვუწოდებ, თავი დაანებოს ამ დრამატულ მოქმედებას. ყველა ვუყურებთ. პირდაპირ ეთერში ვუყურე ამ რეიდს. მე, როგორც საქართველოს ფრაქციის თანათავმჯდომარე, ძალიან შეშფოთებული ვარ. ახლახან შემოვიტანეთ საქართველოს მხარდაჭერის აქტი. ეს ავტომატურად არ ხდება”, – წერს კინზინგერი.
ლიეტუველი დეპუტატი, ჟიგიმანტას პავილიონისი წერს, “გაიღვიძეთ. რეაგირებაა საჭირო. დემოკრატია საფრთხის ქვეშ არის! გაზის გამოყენება და ძალადობა რომ ერთხელ პუტინის რეჟიმმა გააკეთა. ივანიშვილის რეჟიმმა პასუხი უნდა აგოს!”. პავილიონისმა საკუთარი “ტვიტის” ქვევით მონიშნა როგორც ლიეტუველი, ისე – ამერიკელი კონგრესმენები.
მაიკლ კარპენტერი წერს, რომ “საქართველოში ძალიან სამწუხარო მოვლენები ვითარდება, ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინის შტურმია. ვიმედოვნებთ, რომ ვითარების განმუხტვა ჯერ კიდევ არის შესაძლებელი”.