მოსახლეობისთვის პრიორიტეტული პროექტების შერჩევა გრძლედება – მორიგი შეხვედრა თელავის მუნიციპალიტეტში შედგა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მორიგი შეხვედრები თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში: თეთრიწყლებში, პანტიანში, კობაძეში, სეროდანსა და ნადიკვარში გაიმართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრებს თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – დავით ბეგიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე – არჩილ თხლაშიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

“თეთრიწყლებისა და ნადიკვრის მოსახლეობამ პრიორიტეტულ საკითხებად სკვერის მოწყობა და სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დაასახელა.
კობაძეში ადგილობრივებმა პრირიტეტულ საკითხად გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა დაასახელეს.
სეროდანისა და პანტიანის მოსახლეობამ კი პრიორიტეტულ საკითხად სოფლებთან მისასვლელი გზის მოწესრიგება დაასახელა”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები