ნიგერის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნებზე საარჩევნო კომისიის შვიდი წევრი მოკლეს

აფრიკაში, ნიგერის რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის დროს საარჩევნო კომისიის შვიდი წევრი მოკლეს.

საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ კომისიის კუთვნილი ავტომობილი, რომლითაც თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ, ნაღმზე ააფეთქეს.

აფეთქების შედეგად, დაშავდა საარჩევნო კომისიის სამი თანამშრომელიც.

შემთხვევის ადგილი დარგოლი მალის საზღვრიდან დაახლოებით 80 კილომეტრით არის დაშორებული, რომელიც საბრძოლო მოქმედებების კერაა.

იანვარში საზღვრისპირა ორ სოფელზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 100 სამოქალაქო პირი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები