ლაგოდეხში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მაწიმისა და შრომის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

“სოფელ მაწიმისა და სოფელ რაჭისუბნის მაცხოვრებლების საერთო გადაწყვეტილებით, სოფელ მაწიმში ღია ფიტნეს ტრენაჟორები დამონტაჟდება, ხოლო სოფელ შრომისა დ კავშირის ერთობლივი გადაწყვეტილებით, კავკასიონის ქუჩაზე ახალგაზრდებისთვის სკვერი მოეწყობა.

სოფლის საერთო კრებას მუნიციპალიტეტის მერთან ერთან, საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები