699 000 ლარი საბავშვო ბაღისთვის – ონში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ონის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს-ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე განცხადებით, ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე მოადგილესთან ,ეკა მაისურაძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ა(ა)იპ საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ და სარეაბილიტაციო -სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნენ. „რეაბილიტაციას ამხანაგობა ,,დელტამშენი” ანხორციელებს, ღირებულება 699 900 ლარს შეადგენს, დაფინანსების 95% -სახელმწიფოს,ხოლო 5 %- ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხდება”,-აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები