ონის მუნიციპალიტეტში კვაშხიეთი-ბოყვის გზის მონაკვეთი გაიწმინდა

ზამთრის სეზონის პარალელურად ონის მუნიციპალიტეტში სოფლებამდე მისასვლელი და სოფლის შიდა გზების მონიტორინგი და გაწმენდის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი განმარტებით, ბოლო 24 საათის მანძილზე სოფელ კვაშხიეთი – ბოყვის საავტომობილო გზის მონაკვეთი სრულად გაიწმინდა და ნებისმიერი გამავლობის ავტოტრანსპორტი ამ ლოკაციაზე თავისუფლად გადაადგილდება. გზების წმენდის სამუშაოებს შპს „ ონის სერვის ჯგუფი“ ანხორციელებს.
„ ამბროლაურში დილიდან განახლდა მონიტორინგის სამუშაოები და გზების გაწმენდა საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც განხორციელდება“,-აცხადებენ მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები