რუსთავში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება- პროექტი სექტემბერში დასრულდება

რუსთავის მერია ქალაქის ერთ-ერთ ძველ უბნის რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მათი ცნობით, სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან ხელშეკრულება მერიის საკონფერენციო დარბაზში 23 თებერვალს გაფორმდება. პროექტის მიხედვით, დაგეგმილია რუსთაველის ქუჩაზე საცხოვრებელი შენობების ფასადებისა და ტროტუარების რეაბილიტაცია, გათვალისწინებულია ჭავჭავაძის ქუჩის ტროტუარების და იქ არსებული შენობების ფასადების აღდგენაც.
პროექტის ღირებულება 2 მლნ 400 000 ლარია.
რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.  პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები