ზურა დოიჯაშვილს 25 თებერვალს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ
მომღერალ ზურა დოიჯაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობლები ავრცელებენ.
ზურა დოიჯაშვილის პანაშვიდი გაიმართება: 23 თებერვალს, 17:00 საათზე, მის: ნიშნიანიძის №19;
სამოქალაქო პანაშვიდი: 24 თებერვალს, 15:00 საათიდან, ანჩისხატის ტაძარში.
გამოსვენება: 25 თებერვალს, 14:00 საათზე, ანჩისხატის ტაძრიდან.
ზურა დოიჯაშვილი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდა, სადაც გარდაიცვალა. ის ბოლო პერიოდში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.