ეკატერინე ტიკარაძე: სოციალური კოდექსის მიზანი მოქალაქის ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფაა
“სოციალური კოდექსის მიზანი, მოქალაქის ჯანმრთელობის, სოციალური კეთილდღეობისა და ეკონომიკური მდგრადობის უზრუნველყოფაა”, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სოციალური კოდექსი სახელმწიფოსთვის მოქალაქის, როგორც მთავარი ფასეულობის მნიშვნელობას ადასტურებს.
„სოციალური კოდექსით გამყარებულია ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორიცაა: დასაქმებისა და სოციალური გასაცემლების სისტემის გაუმჯობესება ,კერძო და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების, მოწყობის და რეგულირების მექანიზმების გაუმჯობესება, მედიკამენტების ხარისხის ხელმისაწვდომობის ზრდა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.