ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორი მსუბუქი ავტომობილის შეჯახების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ისინი ადგილობრივ კლინიკებში არიან გადაყვანილები.

ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე გადაადგილება ერთი საათის განმავლობაში შეზღუდული იყო.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო მოძრაობის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც რამდენიმე ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები