„საუბრები თეატრზე“: შეხვედრა ლევან წულაძესთან

26 თებერვალს, 18:00 საათზე,  საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენს თეატრმცოდნე მაკა ვასაძის (ასოცირებული პროფესორი, კრიტიკოსი) პროექტს – „საუბრები თეატრზე”.
თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროექტი დისტანციური საჯარო შეხვედრა-მასტერკლასების ციკლია სტუდენტებისთვის და, ზოგადად, ხელოვნების მოყვარულებისთვის.
შეხვედრების II ციკლის „პროზის ინტერპრეტაციები თანამედროვე ქართველ რეჟისორთა შემოქმედებაში“ ფარგლებში გაიმართება შეხვედრა რეჟისორ ლევან წულაძესთან.
კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამო, აღნიშნული შეხვედრა ონლაინრეჟიმში გაიმართება
შეხვედრა გაიმართება Google Meet პლატფორმის საშუალებით (აუცილებელია Gmail-ის ელექტრონული ფოსტის სერვისის გამოყენება), ბმულზე https://meet.google.com/cep-pncx-hgf
შეხვედრა-მასტერკლასების II ციკლის ჩანაწერების ნახვა შესაძლებელია უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდზე
https://www.facebook.com/watch/424640114314867/991640618011812
და   youtube-ის არხის რუბრიკაში „საუბრები თეატრზე“: https://www.youtube.com/channel/UCBRUZ0HwneWeojkWevpZPVQ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები