„მზადება ომისთვის“- დიმიტრი სილაქაძის საჯარო ლექცია
18 თებერვალს, 18:00 საათზე, ისტორიკოსი, ეროვნული არქივის თანამშრომელი დიმიტრი სილაქაძე ონლაინ წაიკითხავს ლექციას საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ.
ეროვნული არქივის ინფორმაციით, ეს არის ლექციების სამი ციკლი ამ თემაზე.
2021 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი სრულდება. სწორედ ამ უმძიმეს თარიღს ეძღვნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე საჯარო ლექციების ციკლი, რომელიც 18, 22 და 26 თებერვალს გაიმართება.
დიმიტრი სილაქაძე ონლაინ წაიკითხავს 3 საჯარო ლექციას საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ: „მზადება ომისათვის“ (18 თებერვალი, 18:00 საათი), „ომის პირველი ეტაპი და თბილისის დაცემა“ (22 თებერვალი, 18:00 საათი) და „ომი თბილისის დაცემის შემდეგ და მარცხი“ (26 თებერვალი, 18:00 საათი).
ლექციებში მიმოხილული იქნება ის უნიკალური საარქივო მასალა, რომელიც 100 წლის წინათ საქართველოში განხორციელებულ ტრაგიკულ მოვლენებზე საინტერესო და უტყუარ ცნობებს გვაწვდის.
ლექციების მოსმენა შესაძლებელია ეროვნული არქივის ფეისბუქგვერდზე:
საქართველოს ეროვნული არქივი/National Archives of Georgia