ლევან იოსელიანი: ღარიბაშვილის კანდიდატურა პროცესების მოლაპარაკებების რეჟიმში გადასაყვანად არ გამოდგება

“ველოდი, რომ „ქართული ოცნება” პრემიერის თანამდებობაზე ისეთ კანდიდატურას შემოგვთავაზებდა, რომელიც პროცესს მოლაპარაკებების რეჟიმში გადაიყვანდა, თუმცა, ღარიბაშვილის კანდიდატურა ამ მიზნის მისაღწევად არ გამოდგება”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელიც პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას გამოეხმაურა.

„ღარიბაშვილის პერსონიდან გამომდინარე, მისი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ აქამდეც ცნობილი იყო. ეს დამოკიდებულება აისახება მის ქმედებებში და, საბოლოოდ, ქვეყანაში სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს. ველოდი, რომ „ქართული ოცნება” ისეთ კანდიდატურას შემოგვთავაზებდა, რომელიც ამ ფონს პირიქით დაამშვიდებდა და პროცესს მოლაპარაკებების რეჟიმში გადაიყვანდა, თუმცა, ღარიბაშვილის კანდიდატურა ამ მიზნის მისაღწევად არ არის.
აქვე გეტყვით, რომ ამ ქვეყანაში რეპრესიები არავის არ გასვლია და ვერც გაუვა, ვინც არ უნდა იყოს ეს, ღარიბაშვილი იქნება თუ სხვა. ვინც სცადა რეპრესიების გატარება იცით, ალბათ, რა პოლიტიკური ფასიც გადაიხადა“, – განაცხადა იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები