საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას თამარ ჟვანიას გადადგომის შესახებ.
როგორც „კვირას“ ცესკო-ში განუცხადეს, თამარ ჟვანია თანამდებობაზე რჩება.
„თამარ ჟვანია არ გადამდგარა. იგი რჩება და აგრძელებს საქმიანობას. გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, – განუცხადეს “კვირას” ცესკო-ში.
ცნობისთვის, თამარ ჟვანია ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე 2018 წლის 24 დეკემბერს მეორე ვადით აირჩიეს.
ასევე, შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიცია ჟვანიას გადადგომას ითხოვს.