ლევან იოსელიანი: ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს და ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, თუ რამხელა საფრთხის წინაშეა ქვეყანა მისული

“ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს და ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, თუ რამხელა საფრთხის წინაშეა ქვეყანა მისული”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისი თქმით, მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს.

„ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს და ოპოზიციამ უნდა გაიაზროს, თუ რამხელა საფრთხის წინაშეა ქვეყანა მისული და რა პროცესებს დაუდო სათავე იმ უპასუხისმგებლობამ, რაც, საბოლოოდ,  გამოიჩინა „ქართულმა ოცნებამ”, რომელმაც ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა. ვფიქრობ, რომ ალტერნატივა არ აქვს მოლაპარაკებას.

ვადამდელი არჩევნების წინააღმდეგი არ ვართ, თუ შეთანხმება შედგება. ეს დაამშვიდებს სიტუაციას ქვეყანაში, თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ ეს როდის იქნება და საერთოდ იქნება თუ არა, მთავარია, როგორ ჩატარდება. თუ არჩევნებს ნდობა არ ექნება, საარჩევნო რეფორმას ბოლომდე არ მივიყვანთ, მაშინ აზრი არ ექნება არცერთ არჩევნებს. არჩევნები უნდა იყოს სანდო და მოქალაქეებმა არჩევნების გაყალბებასა და ხმების დაკარგვაზე არ უნდა იდარდონ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები