აშშ-ში ძლიერი ყინვის გამო ათობით ადამიანი გარდაიცვალა
აშშ-ში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ძლიერი ყინვისა და შტორმის გამო, 34 ადამიანი გარდაიცვალა.
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტეხასისა და ოკლაჰომას შტატებში სტიქიის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ყველაზე მეტად ტეხასი დაზარალდა, სადაც 20 ადამიანია გარდაცვლილი. შტატის მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი. ტეხასში, მისისიპიში, ოკლაჰომასა და კენტუკიში უამინდობის გამო გაუქმებულია ასობით შიდა და საერთაშორისო რეისი.