მამუკა მდინარაძე: ირაკლი ღარიბაშვილი გამოირჩევა პროფესიონალიზმით, მისი წარმატებების გამო ის იმსახურებს, რომ პრემიერმინისტრობის პოსტზე ჩვენი ნდობა მოიპოვოს

“ირაკლი ღარიბაშვილი გამოირჩევა პროფესიონალიზმით და მან ეს თავის დროზე დაამტკიცა. ის ასოცირდება ასოცირების ხელშეკრულებასა და სხვა ბევრ წარმატებულ პროექტთან”, – ასე აფასებას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის დასახელებას თავდაცვის მინისტრის პოსტზე.
მისი თქმით, ღარიბაშვილი თავდაცვის სამინისტროში ნაყოფიერად მუშაობდა.
“ირაკლი ღარიბაშვილის დაუგროვდა ძალიან დიდი პროფესიული გამოცდილება. იგი არის წარმატებული მინისტრი, იცით, ალბათ, თავდაცვის სამინისტროს ნაყოფიერი საქმიანობა. ასევე, რამდენად გვაახლოებს ეს საქმეები ნატო-სთან, როდესაც ჩვენი დეკლარირებულ იდა გაცხადებული პოზიციაა, რომ 2024 წელს საქართველომ უნდა განაცხადოს დასაბუთებულად ევროკავშირის წევრობაზე, ასე რომ, ნატო-სთან ასე წარმატებით მოთანამშრომლე მინისტრი იმსახურებს, რომ პრემიერმინისტრობის პოსტზე ჩვენი ნდობა მოიპოვოს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

”ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.

გიორგი გახარიამ განცხადება გადადგომის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები