ნიკა მელია ღარიბაშვილის კანდიდატურას ეხმაურება: შემიძლია, დავიფიცო, დამთავრებულია “ქართული ოცნება”
„დამთავრებულია „ქართული ოცნება”, შემიძლია, დავიფიცო”, – ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია “ქართული ოცნების” მიერ პრემიერმინისტრის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას.
„ირაკლი ღარიბაშვილი დაქოქილი თოჯინაა. ეს ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებასაც” მობეზრდა, იყოს ხელისუფლების მიმტაცებელი. ირაკლი ღარიბაშვილი რომ იყო პრემიერმინისტრი, რა გააკეთა? ხუმრობთ? ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე ახალი არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ადიუტანტი დანიშნეს პრემიერმინისტრად. ღარიბაშვილი ერთხელ, როგორც პატარა ბავშვი, ისე გაუშვა, დამთავრებულია “ქართული ოცნება”, – განაცხადა მელიამ.