“საქართველოში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება, რომელიც საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო ფალსიფიცირებას უკავშირდება”, – წერს Deutche Welle.
გერმანული გამოცემა გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას ეხმიანება, რომ აღნიშნავს, რომ ეს მოხდა პოსტზე ხელახალი დანიშვნიდან ორი თვის თავზე.
“გახარიამ საკუთარი ნაბიჯი სასამართლოს მიერ ნიკა მელიას დაკავების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში არსებულ ფეთქებად ვითარებად ახსნა. გახარიამ თქვა, რომ გუნდში საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწია, თავად კი მიიჩნევდა, რომ მელიას დაკავება მხოლოდ მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც რისკები მოიხსნება”, – წერს გამოცემა.
DW ასევე წერს რომ მანამდე მელიას 200-მდე მომხრე “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან შეიკრიბა, რომ პარტიის ლიდერის დაკავება აერიდებინათ. გახარიას გადადგომის შემდეგ დაკავების ოპერაციის შეჩერებას მელიას მომხრეებმა აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ნიკა მელიამ კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობაზე განაცხადა.
“ქართულ ოცნებაში” განაცხადეს, რომ 19 თებერვალს ქვეყნის პრემიერმინისტრობის კანდიდატს დაასახელებენ. დამოუკიდებელი ექსპერტების აზრით, ფავორიტებად მიიჩნევიან ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე და ეკატერინა ტიკარაძე.
ნიკანორ მელია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტიის წარმომადგენელია. სააკაშვილს 2013 წლის არჩევნების შემდეგ თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით მრავალწლიანი თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მელია კი ბრალდებულია 2019 წლის 20 ივნისს არეულობის მოწყობაში, როდესაც ასობით რადიკალური რანწყობილი ოპოზიციონერი ქვეყნის პარლამენტში შეჭრას ცდილობდა”, – წერს გამოცემა.