“გუნდში არსებულ სიტუაციას შიდა დაპირისპირებას ვერ დავარქმევდი, თუმცა, მაინც დიდი სხვაობა არ არის, აღმოჩნდა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითზე აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა”

“გუნდში არსებულ სიტუაციას შიდა დაპირისპირებას ვერ დავარქმევდი, თუმცა, მაინც დიდი სხვაობა არ არის, რაც ხდება. პირველად არის ვითარება, როცა მსგავსი დისკუსია იმართება, მაგრამ მთლად პირველი შემთხვევა არ არის, რომ გუნდში განსხვავებული მოსაზრებების თაობაზე იყოს საუბარი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „რუსთავი 2“ – ის ეთერში საუბრისას განაცხადა.
სარჯველაძის განმარტებით, აღნიშნული პროცესი ჯანმრთელია, რადგან ყველა შემთხვევაში დამოკიდებულება საკითხების მიმართ, რომელიც მმართველი გუნდის პოლიტიკურ წრეში იმართება, პასუხისმგებლიანია.
„რაც შეეხება ნიკა მელიას კონკრეტულ შემთხვევას, აღმოჩნდა, რომ არის განსხვავებული ხედვები და, ბუნებრივია, რომ ასეთ დროს ვიხილოთ ის რეზულტატი, რომელიც გვაქვს. რამდენად სწორია ან არასწორია, ამის შეფასებას აზრი არ აქვს, მაგრამ ფაქტია, კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითზე აზრთა სხვადასხვაობა გაჩნდა,“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის დაკავებულ თანამდებობას ტოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები