“თუ პარლამენტმა 4 კვირაში მთავრობა ვერ დაამტკიცა, პრეზიდენტი ვალდებულია, 1 კვირის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები”, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.
“პრემიერი გადადგა. ამის შემდეგ რა პროცედურებს ითვალისწინებს კონსტიტუცია:
1. პრემიერმინისტრს უფლებამოსილება უწყდება გადადგომისთანავე (მოვალეობას ასრულებს ვიცეპრემიერი). დანარჩენი მთავრობა განაგრძობს მუშაობას ახალი მთავრობის ფორმირებამდე;
2. პარლამენტს პრემიერმინისტრის გადადგომიდან 2-კვირიანი ვადა აქვს მმართველი პარტიის მიერ დასახელებული კაბინეტის დასამტკიცებლად. ნდობისთვის საჭიროა 76 ხმა;
3. თუ ამ ვადაში ნდობისთვის საჭირო ხმების მობილიზება ვერ მოხერხდა, პარლამენტს კონსტიტუცია დამატებით 2-კვირიან ვადას აძლევს კაბინეტის შემადგენლობაზე მოლაპარაკებებისთვის.
3. თუ პარლამენტმა ამ 4 კვირაში მთავრობა ვერ დაამტკიცა, პრეზიდენტი ვალდებულია, 1 კვირის ვადაში დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები”, – წერს მენაბდე.
გიორგი გახარიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა.