დიმიტრი საძაგლიშვილი: პოლიციელებმა ჩემთვის დოკუმენტის გადმოცემაზე უარი განაცხადეს

ნიკა მელიას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, შსს-ს გამომძიებლებმა უკანონო ქმედება ჩაიდინეს, რადგან მას ნიკა მელიასთვის გადასაცემი სასამართლოს განჩინება არ ჩააბარეს.

“არ ვიცი, რა ჰქონდათ მოტანილი პოლიციელებს და საერთოდ ჰქონდათ თუ არა რაიმე. მათ თქვეს, რომ უნდოდათ რაღაც დოკუმენტის გადაცემა ნიკა მელიასთვის. მე განვუმარტე, რომ ვარ მისი ადვოკატი, ორდერი არის საქმეში წარმოდგენილი და მათთვის ეს ცნობილი იყო, თუმცა, მათ უარი განაცხადეს ჩემთვის დოკუმენტის გადმოცემაზე, რაც არის უკანონო ქმედება იმიტომ, რომ მე, როგორც ადვოკატს, სრული უფლება მაქვს – ნიკა მელიას სახელით, მათ შორის, ხელმოწერით დავადასტურო ნებისმიერი დოკუმენტის მიღება”, – თქვა საძაგლიშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან შსს-ს გამომძიებლები ცოტა ხნის წინ იმყოფებოდნენ, თუმცა, ისინი შენობაში არ შეუშვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები